კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, თბილისში რამდენიმე ბაღი დროებით დაიხურა.

კერძოდ, 12 ოქტომბრის შემდეგ, სასწავლო პროცესი შეწყდა თბილისის მე-4 საბავშვო ბაღში. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ორი კვირით შეაჩერა მუშაობა თბილისის 93-ე ბაგა-ბაღმაც. ბაღის ინფორმაციით, სპეცპედაგოგს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ეს არ გვაძლევს პანიკის საფუძველს, რადგან ექვსი ოქტომბრიდან პედაგოგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, ტემპერატურის გამოვლენის (06.10) შემდეგ არ ყოფილა ბაღში, ასევე არ ყოფილა არც გახსნის დღეს“, – აცხადებენ ბაგა-ბაღის ადმინისტრაციაში.

banner
წინა სტატიაში„ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე, ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ“ – მიტროპოლიტი
შემდეგი სტატიამეუფე ნიკოლოზი: თქვენ გინახავთ ის რუკა? გარეჯას საკითხი საერთოდ არ არის იმაზე მონიშნული