კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3803 თანამშრომელი აიცრა

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3803 თანამშრომელი აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 22 მარტის მონაცემებით, პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 5250 მუშაკი.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.

რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიფოთის ცენტრალურ პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება
შემდეგი სტატიავაქცინაცია რისკების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს – აშშ-ში მომუშავე ექიმების რეკომენდაცია