კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 1077 პირი აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 1077 პირი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე მონაცემებით, ამ დროისთვის ჯამში აცრილთა რაოდენობა 8 909-ია, თუმცა, უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით და რამდენი „ასტრაზენეკათი“.

უწყებას დაკონკრეტებული არ აქვს არც ის, აცრილთა შორის რამდენია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი და რამდენი 65 წელს გადაცილებული მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიტაივანში მატარებლის გვირაბში მომხდარ ავარიას მრავალი მსხვერპლი მოყვა
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – ევროპარლამენტარები პასუხისმგებლობას მაგრამ უპირატესად ხელისუფლებას აკისრებენ