კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროს 1842 თანამშრომელი აიცრა

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 1842 თანამშრომელი აიცრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 4935 მუშაკი.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.

რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი – ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მეტ-ნაკლებად ლოიალურად უყურებს
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დაინერგა