კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოშია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.

იუნისეფ-ის ინფორმაციით, საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღო „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ.

ვაქცინის პირველი პარტიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 10:30 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.

ვაქცინა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის დაწყება 15 მარტიდან არის დაგეგმილი. თავდაპირველად, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები.

უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე, იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია საქართველოშია
შემდეგი სტატიასავაჭრო მოლები და ბაზრობები დღეიდან შაბათ-კვირასაც ღია იქნება