კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება და ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ავერსის“ პრესსამსახურში განუცხადეს. ამ კომპანიას ეკუთვნის ბოჭორიშვილის კლინიკა, სადაც აღნიშნულ პირებს მკურნალობენ.

ამასთან, „ავერსში“ განმარტავენ, რომ აშშ-იდან ჩამოსვლის მერე, ეს სამი ადამიანი ბოჭორიშვილის კლინიკის საკარანტინე ზონაში იყო მოთავსებული.

დამატებით დეტალებთან დაკავშირებით კლინიკის წარმომადგენლები განცხადებას დღეს, 14:00 საათზე გააკეთებენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. არსებულ მონაცემებს დღეს ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დაემატა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კორონავირუსზე ორ ადამიანს იკვლევენ
შემდეგი სტატია80 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა