კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი არსებული პაციენტის კონტაქტია, რამდენიმე საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს, ერთი ბოლნისს, ხოლო ერთიც თეთრიწყაროს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გუშინ დილიდან დღემდე გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა.

ისინი 11 მაისს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან.

მისივე განმარტებით, დანარჩენი ოთხიდან ორი საკარანტინო სივრციდან კონტაქტებია, ერთი ბოლნისიდანაა, ხოლო ერთიც თეთრიწყაროდან.

აღნიშნული რვა პაციენტიდან თბილისის ინფექციურში ორია მოთავსებული.

საერთო ჯამში კი, კლინიკაში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ამასთან, კლინიკაში მოთავსებულია საეჭვო სიმპტომების მქონე ერთი პაციენტი, რომელსაც კვლევა ჩაუტარდება.

„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 639, დაგვემატა რვა ახალი შემთხვევა და არის 647 დადასტურებული. გამოჯანმრთელებული იყო 349, დაგვემატა 23 და არის – 372. ამ რვა ახალიდან ოთხი პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა, რომელიც არის კონტაქტი 11 მაისს დადასტურებული ერთი შემთხვევის, ეს ოთხი შემთხვევა დადასტურდა. დანარჩენი ოთხი ასე ნაწილდება – ორი არის საკარანტინო სივრციდან კონტაქტები, ერთი არის ბოლნისიდან, ერთი კი თეთრიწყაროდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიააჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 71 პაციენტიდან 60 უკვე გამოჯანმრთელდა