კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ფოთის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით მუშავდება. აღნიშნული რეკომენდაცია ქალაქ ფოთის მერიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოსგან მიიღო.

ასევე დეზინფექცირება ჩაუტარდება ბაგა-ბაღებს, საჯარო და სახელოვნებო სკოლებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

banner
წინა სტატიაშისოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 9 მარტამდე შეჩერდა
შემდეგი სტატიასაკმაოდ ახლოს ვართ შეთანხმებასთან