კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა მარტვილში

მარტვილში კორონავურუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთ-ერთი ინფიცირებული 31 წლის მამკაცი რომელსაც Covid- 19 დაუდასტურდა მარტვულში გასვენებასთან დაკავშირებული შემთხვევის გამო თბილისიდან ჩამოვიდა. ხოლო მეორე შემთხვევა სოფელ მუხურჩას მკვიდრს ეხება ის ზუგდიდის ბაზარში ყველით ვაჭრობდა და მას ანალიზის აღების შემდეგ კორონავიურუსი დაუდასტურდა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირებული მამაკაცი რომელიც ჩამოვიდა მარტვილში გასვენებასთან დაკავშირებული შემთხვევის გამო სახლში იზოლირებულად მკურნალობს და გასვენებაზეც შესაბამისი ზომები იქნება დაცული ამ ყველაფერს კი მისივე თქმით პოლიცია გააკონტროლებს.

 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 279 ნიმუშებიდან 68-ზე დადებითი პასუხია
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა