კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგებული ვაქცინა მარტში იქნება მზად.

„ეს ვაქცინა მზად იქნება მარტში. ჩვენ უკვე ვიწყებთ გარკვეული რაოდენობის დოზების წარმოებას“, – აღნიშნა კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ალბერტ ბურლას თქმით, აღნიშნული ვაქცინა ასევე იქნება მიმართული სხვა ვარიანტების წინააღმდეგაც, რომელიც ამჟამად ცირკულირებს.

„იმედია, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ უკეთესი დაცვა გვქონდეს, განსაკუთრებით ინფექციებისგან, რადგან ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე დაავადებისგან დაცვა ამჟამინდელი ვაქცინებით გონივრულია, თუ მესამე დოზას მიიღებთ“, – განაცხადა ალბერტ ბურლამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანსა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე:ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ დახუროს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა