კორონავირუსის მქონე მედდის მდგომარეობა სტაბილურია – ლევან რატიანის თქმით, მისი კოლეგის ინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის მქონე მედდის მდგომარეობა სტაბილურია. ლევან რატიანის განმარტებით, მედდა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობდა და შემდეგ, კორონავირუსი აღმოაჩნდა კლინიკიდან წასვლამდე ინფიცირებული არ იყო. თუმცა, როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, ის სამი კვირის შემდეგ ისევ დაბრუნდა მათ დაწესებულებაში და სწორედ ამის შემდეგ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.

“ვერ გეტყვით რა შეიძლება ყოფილიყო ინფექციის წყარო, ჩვენი დაწესებულება თუ საყოფაცხოვრებო პირობები. თუმცა ფაქტია, რომ მედდა, რომელიც ჩვენი კლინიკიდან წავიდა, პირველ მაისს მას კორონავირუსული ინფექცია არ გააჩნდა. ამის შედგეგ სამ კვირაში გამოცხადდა აღნიშნული მედდა ჩვენს კლინიკაში, მას განმეორებით ჩაუტარდა ტესტირება ვირუსზე და სამწუხაროდ, დაინფიცირებული აღმოჩნდა. ამ წუთში ქალბატონი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს და მისი მდგომარეობა სტაბილურია,”- აცხადებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრე: ველოდები, რომ ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : პრემიერობის კანდიდატი გადაწყდება იმის მიხედვით, როგორი იქნება კოალიციური შეთანხმება