კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, მათ შორის სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი

news
ავტ.: news ივლისი 7, 2020 11:31

კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, მათ შორის სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, მათ შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დღეს ხუთი ახალი შემთხვევა დაგვემატა, იყო 953 და ახლა გვყავს 958 დადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულების რიცხვი რვით გაიზარდა და ამჟამად არის 838. ხუთივე შემოტანილი შემთხვევაა. აქედან სამი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, დანრჩენი ორი ჩვეულებრივი შემოსული მოქალაქეები არიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე 87.5 პროცენტია, ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში კი 105 პაციენტი რჩება.

რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, გუშინ კლინიკას ორი ახალი შემთხვევა დაემატა, კიდევ ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში კვლავ 24 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული პაციენტები არიან, რომლებიც კარანტინში ბრძანდებოდნენ. იქ მონიტორინგის დროს დაუდასტურდათ და გადმოიყვანეს გუშინ ჩვენს ცენტრში. საქართველოს მოქალაქეები არიან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება. ძირითადად საშუალო და საშუალოზე მსუბუქი მდგომარეობით პაციენტები გვყავს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

news
ავტ.: news ივლისი 7, 2020 11:31

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics