კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი საკარანტინო სივრციდან არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

ეზუგბაიას თქმით, ახალინფიცირებულებს შორის ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი პაციენტი კი საკარანტინო სივრციდან არის.

„ქვეყანაში დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა და მათი რიცხვი 844- მდე გაიზარდა. გამოჯანრთელებულთა რიცხვს კი სამი პირი შეემატა.

ახალი შემთხვევები კვლავ იმპორტორებულია და სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. მათი ნაწილი თბილისის ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული“,- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომაროება საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრულები, გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე ქვეყნის სტუმრების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას
შემდეგი სტატია13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები იქნება