კორონავირუსის ინდური ვარიანტი 17 ქვეყანაშია აღმოჩენილი

კორონავირუსით მსოფლიოში 149 მილიონი ადამიანი დაავადდა. 3 მილიონზე მეტი პირი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით გარდაიცვალა. 127 მილიონი გამოჯანმრთელდა – 28 აპრილს “დოიჩე ველე” წერს.

კორონავირუსის მუტირებული ვარიანტი B.1.617, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, უკვე მინიმუმ 17 ქვეყანაში დაფიქსირდა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა. მათ შორის, აღმოჩენილია ბრიტანეთში, აშშ-სა და სინგაპურში. ვირუსის ეს ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ამ მომენტისთვის დაფიქსირებული სხვა ვარიანტები.

უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე ინდოეთში 350 ათასი პირი დაავადდა კოვიდ-19-ით.

ინდოეთთან მრავალმა ქვეყანამ შეაჩერა სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა კარანტინის შემსუბუქების შემდგომი ეტაპები დააანონსა
შემდეგი სტატიანიდერლანდებში კომენდანტის საათი მოიხსნა