კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,76%-ია

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,76 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 1,07 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,07.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიახაზარაძე: ულტიმატუმი და ვადის დაწესება ხალხს აზარალებს