კორონავირუსის გამო საქართველოს ბანკის სანზონის ფილიალმა მუშაობა შეაჩერა

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა.

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან აქტიური კომუნიკაციით, პროაქტიულ რეჟიმში იდენტიფიცირებულია ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი. ამ ეტაპზე პრევენციის მიზნით ხორციელდება უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პროცედურები”,- აცხადებენ კომპანიაში.

თბილისში, „საქართველოს ბანკის“ სანზონის ერთ-ერთმა ფილიალმა მუშაობა შეაჩერა. ამის მიზეზი ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურება გახდა.

banner
წინა სტატიაშიპანიკას არ ავყვეთ, მაგრამ მთავრობას ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე პასუხი მოვთხოვოთ! – ზურაბ ჭაიბერაშვილი
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში ვიზიტებისა და მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს