კორონავირუსის გამო რუსეთი ევროპასთან ავიამიმოსვლას ზღუდავს

კორონავირუსის გამო რუსეთი ევროპასთან ავიამიმოსვლას ზღუდავს. სახელისუფლებო გამოცემის, Tacc-ის ინფორმაციით, დარჩება მხოლოდ რეისები მოსკოვიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქებში და უკან. ასევე, შეზღუდვები ეხება შვეიცარიასა და ნორვეგიასაც და დარჩება მხოლოდ რეისები ჟენევასა და ოსლოში.

მათივე განცხადებით, ხსენებულ ქვეყნებთან შენარჩუნდება ჩარტერული რეისები იქამდე, სანამ რუსეთიდან ამ ქვეყნებში, ან პირიქით, სრულად არ დაბრუნდებიან მოქალაქეები.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 140 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 5 000-ზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა — 70 000-ზე მეტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა