კორონავირუსის გამო ლას-ვეგასში კაზინოები ერთი თვით დაიხურება

აშშ-ში, ნევადის შტატში კორონავირუსის გამო დაწესებულებების დიდი ნაწილი იხურება. შეზღუდვები შეეხება ლას-ვეგასის კაზინოებსაც, რომელიც ერთი თვით დაიკეტება.

“ახლა არაა დრო ღამის თევისთვის, კონცერტებისთვის, თეატრალური დადგმებისთვის ან სპორტული ღონისძიებებისთვის”, – განაცხადა სისოლაკმა.

აშშ-ში COVID-19-ის 6 524 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთან რიცხვი კი 116-მე გაიზარდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მანამდე კი აშშ-მა ევროპის ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : იმ მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, ავტობუსები დაემატება
შემდეგი სტატიასოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ბიზნესის ინიციატივების კოორდინაციის მიზნით, ბიზნესომბუდსმენის ხელმძღვანელობით სპეციალური პლატფორმა იქმნება