კორონავირუსის გამო, „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა შეაჩერა

region
ავტ.: region ოქტომბერი 14, 2020 22:30

კორონავირუსის გამო, „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა შეაჩერა

ფოთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილმა” მუშაობა შეაჩერა.

ფოთის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, კორონავირუსი ფაბრიკის 116 თანამშრომელს დაუდასტურდა.

„გუშინ ლაბორატორიაში გაიგზავნა „აჭარა ტექსტილის“ 417 თანამშრომლის ნიმუში. ეტაპობრივად ხდება პასუხების მიღება. 116 პირს დაუდგინდა „კოვიდ 19“. „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1 300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია“, – განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 14, 2020 22:30