კორონავირუსის ახალმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

წინასწარი მონაცემებით, ამერიკული კომპანია მოდერნას მიერ შექმნილმა კორონავირუსის ახალმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ახალი შედეგები კიდევ ერთი კომპანიის, ფაიზერის მიერ ნაჩვენები მონაცემის მსგავსია, რასაც 90%-იანი ეფექტიანობა ჰქონდა.

ორივე კომპანია ვაქცინის შესაქმნელად ინოვაციურ და ექსპერიმენტულ მიდგომას იყენებს. მოდერნაში ამბობენ, რომ ვაქცინის რეგისტრაციასა და მის გამოყენებას მომდევნო რამდენიმე კვირაში გეგმავენ.

ვაქცინის გამოცდაში 30 000 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა ნახევარმა ვაქცინის 2 დოზა მიიღო 4 კვირის შუალედით, დანარჩენმა მხოლოდ პლაცებო ნივთიერება.

ანალიზი დაფუძნებულია იმაზე, რომ 95 ადამიანს განუვითარდა კორონავირუსი, მათგან მხოლოდ 5-ს ჰქონდა მიღებული ვაქცინა, 90-ს კი პლაცებო ნივთიერება. კომპანია მოდერნა აცხადებს, რომ ამით ვაქცინას აქვს 94,5%-იანი დაცვა.

კვლევაში მონაწილე პირებს შორის, 11 იყო ისეთი, ვისაც ვირუსის მწვავე სიმპტომები ჰქონდა, მათგან იმუნიზაცია არცერთს არ ქონდა გავლილი.

banner
წინა სტატიაშიMDF-ის ანგარიში: გარეჯის თემა ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული ყველაზე გავლენიანი კამპანია
შემდეგი სტატიაგიორგი გამსახურდია – უმჯობესი იქნება ვანახოთ მაიკლ პომპეოს, მისი წინამორბედი ბეიკერის ვიზიტისას, ჟორიკა და მისი ბანდები როგორც არბევდნენ კანონიერი მთავრობის მომხრეებს უმოწყალოდ