კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენის გამო აზიის ქვეყნების ნაწილი დიდ ბრიტანეთიდან მგზავრების მიღებას წყვეტს

აზიის ქვეყნების ნაწილი დიდ ბრიტანეთიდან მგზავრების მიღებას წყვეტს. ამის მიზეზი გაერთიანებულ სამეფოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები გახდა.

კერძოდ, 31 დეკემბრამდე დიდი ბრიტანეთიდან ავიარეისების მიღებას წყვეტს სამხრეთ კორეა.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივნის კაცუნობუ კატოს განცხადებით, იაპონიამ აკეძალა დიდი ბრიტანეთიდან მგზავრების მიღება, იაპონიის მოქალაქეების გარდა.

ამასთან, ფილიპინები დიდი ბრიტანეთიდან ყველა ავიარეისს 24 დეკემბრიდან აკრძალავს. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს ადმინისტრაციის განცხადებაში. ამ ეტაპზე აკრძალვა 31 დეკემბრამდე იქნება ძალაში.

banner
წინა სტატიაშიპარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ
შემდეგი სტატიანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია