კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ მსოფლიოს 38 ქვეყანაში დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის შემთხვევები მსოფლიოს 38 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჯანმო-ს ცნობით, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის ახალი ვარიანტი კიდევ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შრი-ლანკასა და მექსიკაში დაფიქსირდა. ამ დროისათვის „ომიკრონ“ ვარიანტის შემთხვევები აშშ-ში, კანადაში, ბრაზილიაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ევროკავშირის 20-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა.

კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი ვარიანტის“ კლასიფიკაცია მიანიჭა.

მეცნიერები იკვლევენ და აგროვებენ მონაცემებს იმის დასადგენად, არის თუ არა „ომიკრონ“ ვარიანტი უფრო გადამდები და იწვევს თუ არა ის დაავადების უფრო მძიმე სიმპტომებს, ვიდრე კოვიდ 19-ის აქამდე გავრცელებული ვარიანტები.

banner
წინა სტატიაშინევროლოგიური სტატუსი არ უმჯობესდება, სჭირდება ხანგრძლივი თერაპია – მიხეილ სააკაშვილი ექიმებმა მოინახულეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა