კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 969, იმერეთში – 246, კახეთში – 119

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა – 145, იმერეთი – 246, ქვემო ქართლი – 88, შიდა ქართლი – 117, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 152, აჭარაში – 526, იმერეთში – 1 005. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში – 559, აჭარაში – 130, იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 36, იმერეთში – 36. 980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 618 – თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – ერთი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 23 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 647 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაშსს-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა