კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 869, იმერეთში – 393, კახეთში – 338

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, იმერეთში – 393, კახეთში – 338, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 866 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 515 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 587 551-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.81 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 7.61 პროცენტი, ხოლო შვიდი დღის – 7.32 პროცენტი.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 829 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 551 780-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 347 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 393, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 143, გურია – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 251, კახეთი – 338, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 398, საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 346, აჭარაში – 661, იმერეთში – 1 047. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში – 537, აჭარაში – 156, იმერეთში – 348.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 24, იმერეთში – 30. 1 318 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 707 – თბილისში, 375 – აჭარაში. 20 295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – ორი.

6 ოქტომბრიდან 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 149 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასაქსტატი – გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57,7 პროცენტი