კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 749, იმერეთში – 122, ქვემო ქართლში – 102

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 749, იმერეთში – 122, ქვემო ქართლში – 102, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 365 068-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.02 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 678 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 351 144-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 297 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 749 შემთხვევა, აჭარა – 41, იმერეთი – 122, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 29, გურია – 1, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 601 საიდანაც 2 639 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 467, აჭარაში – 154, იმერეთში – 318.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 594 პირი, მათ შორის, თბილისში – 298, აჭარაში – 41, იმერეთში -124. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში – 9, იმერეთში – 12.

611 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 366 – თბილისში, 232- აჭარაში.

5 351 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 4.

სულ 6 ოქტომბრიდან – 29 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 889 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 334, პირი, აჭარაში – 572, იმერეთში – 1 123“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაავსტრალიის ვიცე-პრემიერი პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო 200 დოლარით დააჯარიმეს