კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 263, აჭარაში – 53, იმერეთში – 50

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 263, აჭარაში – 53, იმერეთში – 50, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 528 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 330 879-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.84%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა, აჭარა – 53, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 13, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც: 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 419, აჭარაში – 499, იმერეთში – 571. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში – 443, აჭარაში – 96, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 6, იმერეთში – 16. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 – თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 16 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 664 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 332 პირი, აჭარაში – 1 482, იმერეთში – 1 855“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – სააკაშვილმა მოახერხა ნიკა მელია გაენულებინა