კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 187, აჭარაში – 813, იმერეთში – 698

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 2 187 შემთხვევა, აჭარაში – 813, ხოლო იმერეთში – 698, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 325 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 612 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 471 685-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.74%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 726 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 415 146-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 321 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა – 813, იმერეთი – 698, ქვემო ქართლი – 270, შიდა ქართლი – 307, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 335, კახეთი – 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი – 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192 საიდანაც: 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 014, აჭარაში – 880, იმერეთში – 971.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 327 პირი, მათ შორის, თბილისში – 583, აჭარაში – 137, იმერეთში – 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 პირი, მათგან თბილისში – 196, აჭარაში – 19, იმერეთში – 19. 3 409 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 615 – თბილისში, 1 298- აჭარაში.

40 148 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 53, ხოლო აჭარაში – 5. სულ 6 ოქტომბრიდან – 12 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 026 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 871 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 21 342, პირი, აჭარაში – 5 687, იმერეთში – 3 935“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა სტატიაში13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 741 353 აცრა ჩატარდა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა კორონავირუსის პისიარ კვლევის ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ორი პირი ამხილა, მათ შორის ერთი დააკავა