კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 872, იმერეთში – 1 045, კახეთში – 488

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა – 178, იმერეთი – 1 045, ქვემო ქართლი – 396, შიდა ქართლი – 429, გურია – 105, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 384, კახეთი – 488, მცხეთა-მთიანეთი – 144, სამცხე-ჯავახეთი – 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 54 203 საიდანაც:

6 707 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 577, აჭარაში – 559, იმერეთში – 1 448.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 645 პირი, მათ შორის, თბილისში – 624, აჭარაში – 125, იმერეთში – 507. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი, მათგან თბილისში – 202, აჭარაში – 38, იმერეთში – 30.

1 313 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 822 – თბილისში, 276 – აჭარაში.

46 183 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 34, ხოლო აჭარაში – სამი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 5 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 963 ადამიანი.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 68 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია„კოვიდ-19“-ის პანდემიის საკითხზე 10 ნოემბერს ვირტუალური მინისტერიალი გაიმართება