კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 318, აჭარაში – 512, ხოლო იმერეთში – 562

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში – 562, – ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვემო ქართლში გამოვლინდა – 163 შემთხვევა, შიდა ქართლში – 178, გურიაში – 64, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 106, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების სულ 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 89 395.

„დღეის მდგომარეიბითაც ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 71 468-მდე. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევებიც. 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში – 19 ადამიანი, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ექვსი, შიდა ქართლში – ერთი, ქვემო ქართლში – ერთი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 17 086 აქტიური შემთხვევაა. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 650, აჭარაში – 925, იმერეთში – 1 175. მძიმე პაციენტი – 836, მათ შორის, თბილისში – 411, აჭარაში – 140, იმერეთში – 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე – 371 პირი, მათ შორის, თბილისში – 163, აჭარაში – 115, იმერეთში – 30.

„3 435 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 667 – აჭარაში, 1 151 – თბილისში, ხოლო 313 – იმერეთში. 7 888 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 442, აჭარაში -1 256, ხოლო იმერეთში – 32.

6 ოქტომბრიდან – 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია სულ 16 053 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში – 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5 387“, – ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა , გამოჯანმრთელდა 2 539 პირი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს – მშვიდობიანი, სტაბილური და დემოკრატიული კავკასია ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება