კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 252, აჭარაში – 197, იმერეთში – 495

region
ავტ.: region დეკემბერი 19, 2020 11:22

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 252, აჭარაში – 197, იმერეთში – 495

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 252, აჭარაში – 197, იმერეთში – 495, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 19 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 904 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მნიშვნელოვანია,რომ გაზრდილი ტესტირების ფონზე, ვინარჩუნებთ დადასტურებული შემთხვევების სტაბილურ მაჩვენებელს და იმ შეზღუდვების ფონზე, რომელიც დაწესებული გვაქვს,სახეზეა ინფიცირების შემთხვევების შემცირების ტენდენცია.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 206 907-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 316 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 175 842-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა – 197, იმერეთი – 495, ქვემო ქართლი – 236, შიდა ქართლი – 158, გურია – 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984, საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 844, აჭარაში – 769, იმერეთში – 1 309. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 136 პირი, მათ შორის, თბილისში – 527, აჭარაში – 133, იმერეთში – 264. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 56. 1 971 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 – თბილისში, 902 – აჭარაში, 127 – იმერეთში. 20 460 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 465 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, აჭარაში – 144, ხოლო იმერეთში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 645 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 412 პირი, აჭარაში – 6 554, იმერეთში – 6 201“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

region
ავტ.: region დეკემბერი 19, 2020 11:22