კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 206, იმერეთში – 453, აჭარაში – 295

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 206, იმერეთში – 453, აჭარაში – 295, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 556 909-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 502 534.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 81 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 563 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 206 შემთხვევა, აჭარა – 295, იმერეთი – 453, ქვემო ქართლი – 193, შიდა ქართლი – 231, გურია – 64, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 255, კახეთი – 289, მცხეთა-მთიანეთი – 108, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 46 786 საიდანაც:

7 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 137, აჭარაში – 933, იმერეთში – 1 128.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 608 პირი, მათ შორის, თბილისში – 686, აჭარაში – 192, იმერეთში – 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში – 229, აჭარაში – 37, იმერეთში – 34.

2 680 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 226- თბილისში, 892 – აჭარაში.

36 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – ორი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 1 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 124 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 579 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 878 პირი, აჭარაში – 5 464, იმერეთში – 3 865“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატობის შესახებ – შედეგი 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდება
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დავიტოვოთ არანაირი შანსი, რომ სცადოს შარლ მიშელის დოკუმენტის დატოვება