კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 134, აჭარაში – 230, იმერეთში – 338

კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 134, აჭარაში – 230, იმერეთში – 338.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში ვირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა შემდეგია: ქვემო ქართლი – 216, შიდა ქართლი – 169, გურია – 66, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 186, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 30 449, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი.

„6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 867, აჭარაში – 798, იმერეთში – 1 350. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 148 პირი, მათ შორის, თბილისში – 523, აჭარაში – 134, იმერეთში – 269.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 43, იმერეთში – 53. 2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 775 – თბილისში, 1 062 – აჭარაში, 124 – იმერეთში. 21 586 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 235, აჭარაში – 87, ხოლო იმერეთში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან 17 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 20 610 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 175 პირი, აჭარაში – 7 037, იმერეთში – 6 233“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 244 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 49 პაციენტი კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიდაგვანებული მკურნალობის გამო კორონავირუსით კიდევ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაწულუკიანი – საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება, ვინც ჩემი ყოფილი კოლეგები იყვნენ