კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 775, იმერეთში 607, კახეთში 368

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა – 127, იმერეთი – 607, ქვემო ქართლი – 154, შიდა ქართლი – 147, გურია – 116, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 339, კახეთი – 368, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 848 საიდანაც:

4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 402, აჭარაში – 381, იმერეთში – 991.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, თბილისში – 315, აჭარაში – 83, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში – 25, იმერეთში – 32.

667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 – თბილისში, 179 – აჭარაში.

18 978 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 60, ხოლო აჭარაში – შვიდი.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 8 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 229 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 646 ადამიანი.

წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 29 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირების 65 ახალი შემთხვევა მარტვილში