კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 581, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 100, აჭარაში – 96

საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 071 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 581 შემთხვევა, აჭარა – 96, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 55, შიდა ქართლი – 42, გურია – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 100, კახეთი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 23, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ხუთი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც: 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 365, აჭარაში – 482, იმერეთში – 525. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 10, იმერეთში – 16. 701 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 369 – თბილისში, 288- აჭარაში. 10 172 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 80 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 46, ხოლო აჭარაში – 33.

სულ 6 ოქტომბრიდან – 21 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 741 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 26 255 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 407 პირი, აჭარაში – 1 741, იმერეთში – 1 158.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს