კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 497, იმერეთში – 278, კახეთში – 220

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 1 597 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 497 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 278, ქვემო ქართლი – 102, შიდა ქართლი – 119, გურია – 50, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 153, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 49, სამცხე-ჯავახეთი – 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 005 საიდანაც: 4 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 711, აჭარაში – 494, იმერეთში – 948.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 408, აჭარაში – 125, იმერეთში – 298. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 34, იმერეთში – 32.

906 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 453 – თბილისში, 260 – აჭარაში.

17 443 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 45 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 36, ხოლო აჭარაში – ცხრა.

სულ 6 ოქტომბრიდან – 24 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 166 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 773 ადამიანი.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა მარნეულში ქვემო ქართლის გუნდი წარადგინეს
შემდეგი სტატიათურნავა – საქართველო მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსით მე-9 ადგილზეა