კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 033 გამოვლინდა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782

admin
ავტ.: admin ნოემბერი 9, 2020 11:29

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 033 გამოვლინდა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 033 გამოვლინდა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მოგეხსენებათ, იზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჩატარება, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევები გამოვლენილია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტების მეშვეობით. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 45 042-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 113.

4 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 356, აჭარაში – 759. მძიმე პაციენტი გვყავს 645, მათ შორის, თბილისში – 320, აჭარაში – 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი, მათ შორის, თბილისში – 236, აჭარაში – 111. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 480 – აჭარაში, ხოლო 950 – თბილისში. 7 454 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 982 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 645, აჭარაში-1 316.

სულ 6 ოქტომბრიდან – 8 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 13 448 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 37 675 პირი, საიდანაც თბილისში – 5 637 პირი, აჭარაში – 16 360, იმერეთში – 4 403“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 9, 2020 11:29