კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შვიდი საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, სამის წყარო ამ ეტაპზე უცნობია

admin
ავტ.: admin სექტემბერი 9, 2020 11:16

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შვიდი საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, სამის წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ სამის წყაროა უცნობი და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან შვიდი საკონდიტრო „დონას“ უკავშირდება, სამი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

„საქართველოში გუშინ იყო 1729 შემთხვევა, დაგვემატა 44 ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 1773. 44 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის „დონასთან“ დაკავშირებული, 12 გახლავთ ქალაქ ბათუმთან დაკავშირებული, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ორი ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირია, ხუთი შემოტანილი შემთხვევაა, სამი სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაზე გრძელდება კონტაქტების მოკლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განმარტებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 1325 შეადგინა, რაც ინფიცირებულთა 75 პროცენტია.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 421 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 9, 2020 11:16