კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან აჭარაში 175, იმერეთში 38, თბილისში კი, 32 გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, ახალი ინფიცირებულებიდან თბილისში 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

“აჭარაში 175 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, შემდეგ ადგილზე მოდის იმერეთი. ეს არის 38 ახალი შემთხვევა, თბილისში – 32 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გურიაში გამოვლინდა 16 ახალი შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში -11, ქვემო ქართლში- 7 და კახეთში 4,” – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ენდელაძის თქმით, მათ კლინიკაში ამჟამად, მკურნალობს 29 პაციენტი, საიდანაც 2 მძიმე და 1 კრიტიკული პაციენტია.

ენდელაძის განცხადებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3500-მდე პაციენტიდან 25-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათგან 22 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი ფოთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიამარინა ენდელაძე : სტაბილიზაციისკენ მივდივართ და მოხდება პროცესის შეკავება