კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 259 აჭარაში, 111 თბილისში, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 259 აჭარას, 111 კი თბილისს უკავშირდება.

„სასიამოვნოა, რომ აჭარაში შედარებით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადასტურებულების 51 პროცენტია, რაც შეესაბამება 259 შენთხვევას, იმატებს თბილისში, სადაც 22 პროცენტია, 111 პაციენტი, იმერეთში – 91 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, გურიაში – რვა, ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში -5-5, შიდა ქართლსა და კახეთში -ორი“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისივე თქმით, 4 518 აქტიური შემთხვევიდან 58 კრტიკულად მძიმეა, აქედან რვა ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 348 პირი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, 58-ის მდგომარეობა კრიტიკულია