კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელია

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2020 13:41

კორონავირუსის ახალ შემთხვევათა შორის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელია

კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევათა შორის ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელია. მათგან შვიდი პედაგოგი, ერთი ფსიქოლოგი და ოთხი დამლაგებელია.

სკოლის დირექციის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთი ექიმების დაკვირვების ქვეშ ბინაზე მკურნალობს, დანარჩენები კი კლინიკებში გადაიყვანეს.

აჭარაში რთული ეპიდსიტუაციის გამო, ყველა საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 165 აჭარაში.

news
ავტ.: news სექტემბერი 23, 2020 13:41