კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 39 აჭარაში დადასტურდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ლაბორატორიებში 2658 ნიმუში გამოიკვლიეს, აქედან 39 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მათივე ცნობით, საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის 146 პაციენტი, 26 პაციენტი იმყოფება კარანტინში მეთვალყურეობაზე.

ამასთან, აჭარაში, პოლიკლინიკებში აღებულია 604 ახალი ნიმუში, კარვებში კი -1561 ნიმუში.

რაც შეეხება კარანტინს, კარანტინში 2450 პირი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, ათის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია