კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, ათის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოსი გამოვლენილი კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ქალაქ ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 12 ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ხუთს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, სამი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

ეზუგბაიას თქმით, ათი პაციენტის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

„გუშინდელი მონაცემებით იყო 1830 შემთხვევა, დაგვემატა 87 ახალი შემთხვევა და გახდა 1917. 87 შემთხვევიდან 29 ბათუმის შემთხვევებია, 24 ქუთაისის სკოლის შემთხვევებია, 12 პაციენტი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, ხუთი შემთხვევა მოგზაურობის ისტორიითაა აჭარაში, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. სამი შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი, ათ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენის და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 39 აჭარაში დადასტურდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : ათეული შემთხვევა ჩვენ არ გვაშინებს, ქვეყანა მზად არის, მას გაუმკლავდეს, თუმცა აუცილებელია მოქალაქეების გულისხმიერება