კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 2 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 259 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილა ორი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 360 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 080, „პისიარ“-ტესტით – 1 280.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,18%, ბოლო 14 დღის – 1,21%, ბოლო 7 დღის – 1,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 163 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 635 550 გამოჯანმრთელდა, 16 797 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 877 023 აცრა, დღიურად აცრილია 63.

წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
შემდეგი სტატიაადრე რუსები პარიზის ნახვაზე ოცნებობდნენ, ახლა მათი ოცნებაა – მოიპარო უნიტაზი და მოკვდე – ზელენსკი