კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში დაფიქსირდა

კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა. ინფორმაცია ფორმულას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე განცხადებით, სტაციონარში მკურნალობას 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის.

“გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა. სტაციონარში მკურნალობს 122 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას გადის 18 კოვიდ დადებითი პაციენტი”, – აცხადებს პრესსამსახური.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ფორმულას განუცხადეს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 პაციენტი შეიყვანეს, აქედან 2 აჭარის რეგიონიდან არის გადაყვანილი, ხოლო 1 ქუთაისში დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 850 შემთხვევაა გამოვლენილი, 19 პირი კი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში – მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ პოზიციას იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი
შემდეგი სტატიათაზო ფაცაცია: მამუკა ხაზარაძე სხვის ხელისშეშლაზე როგორ საუბრობს როცა თვითონ თხილის ფესტივალის ჩაშლა სურდა