კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 250 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა ორი პაციენტი – 55 და 61 წლის ქალი. კლინიკის ინფორმაციით, ორივე გარდაცვლილს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.

გამოჯანმრთელებულთა შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და covid-სასტუმროებიდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა.

აჭარაში მკურნალობას covid-კლინიკებში გადის 512 პაციენტი, მათ შორის 12 არასრულწლოვანია, 21 კი, ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 39 პაციენტი.

თავისუფალი საწოლების რაოდენობა რეგიონის მასშტაბთ კლინიკებში დღეს 104-მდე გაიზარდა.

სასტუმროებში 878 პირია, მათ შორის 95 არასრულწლოვანია.

აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

სტაციონარულ მკურნალობას, შერეული პრინციპით, დაემატა ორი სამედიცინო დაწესებულება – ბათუმის სამედიცინო ცენტრი და მედცენტრი. ბათუმის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილია 85 საწოლი, მედცენტრში 23 საწოლი.

ჯამში აჭარაში კოვიდდადებითი პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩართულია ცხრა სამედიცინო დაწესებულება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 313 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 179 თბილისში, 91 კი იმერეთში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა