კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 – თბილისში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევიდან 194 – თბილისში გამოვლინდა, 172 – აჭარაში, 117 – იმერეთში, 16 – სამეგრელო-ზემოსვანეთში, 7 – გურიაში, 7 – შიდა-ქართლში, 4 – ქვემო-ქართლში, 3 – კახეთში, 2 სამცხე-ჯავახეთში, 1 – მცხეთა-მთიანეთში.

დღეს, 11 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 208.

ჯამში კორონავირუსი 11 794 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 6 327 გამოჯანმრთელდა, 85 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს განახლდება
შემდეგი სტატია“ქუთაისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის მიერ კანონის უხეშად დარღვევაზე, რაც უთანასწორო საარჩევნო კამპანიის წარმოებას ეხება , მოვითხოვ რეაგირებას”-ანა ნაცვლიშვილი