კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევიდან, 6 ე.წ. დონას კლასტერია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ექვსი „დონას“ კლასტერს უკავშირდება, 15 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, რვას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, ორი კი იმპორტირებული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუშინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1650 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა 34 პაციენტი და გვყავს 1684 პაციენტი. ინფიცირებულთა განაწილება ასეთია, ექვსი არის „დონას“ კლასტერი, 15 პაციენტის წყაროა დადასტურებულთან კონტაქტი, რვა პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, ორი კი, შემოტანილი შემთხვევაა, ასევე, ორ პირზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში 7 სექტემბრის მონაცემებით, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატია„ღირსეული პარტნიორი 2020“ დაიწყო