კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 056 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 056 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 30 149 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 500, „პისიარ“ ტესტით – 12 649.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,26%, ბოლო 14 დღის – 6,12%, ბოლო 7 დღის – 7,36%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 634 053 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 600 524 გამოჯანმრთელდა, 9 246 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 871 116 აცრა, დღიურად აცრილია 6 964.

კარანტინის რეჟიმშია 68, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 328 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 672 პირი.

ამასთან, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 814 პაციენტი, გარდაიცვალა 29 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშინიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მოსამართლემ ძალაში დატოვა
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა