კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 2 კახეთში გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ერთი ლაგოდეხის „კლასტერს“ და აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო მეორე შემთხვევა მატანში დაფიქსირდა, რაც ქორწილის “კლასტერის” კონტაქტია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევა, აქედან 14 მატანშია, 7 ველისციხეში,9 ლაგოდეხში და 2 სიღნაღში ფიქსირდება.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 129 აჭარაში დადასტურდა
შემდეგი სტატიაკრიზისის ერთადერთი გამოსავალი არის წნეხის სწრაფად დაწევა მოქალაქეებისათვის – გიგა ბოკერია