კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 197 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 208, პისიარტესტით – 2 989.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 1,79%, ბოლო 14 დღის – 3%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 258 732 გამოჯანმრთელდა, 3 363 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 238, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 932 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 232 პირი.

ვირუსის ბლოკატორები